5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება

5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სხვა ჯგუფებთან შედარებით არანაკლებ ეფექტური. განსაკუთრებით თუ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ მოგვმართავენ მშობლები, და მოთხოვნა ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინირებაზე არის. ამის გამო, „ფაიზერი“-ს შესყიდვა ასევე მოიცავს კონკრეტულად 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ვაქცინის სპეციალურ დოზებს. ასეთ შემთხვევაში არის განსხვავებული დოზის ვაქცინა საჭირო. მცირე რაოდენობით, მაგრამ გარკვეული რაოდენობით ეს ვაქცინაც იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
88 ნახვა
desktop
mobile catfish