axali

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე  საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე - „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ
3 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე - „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ

„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს არ მიწვევა ამ შეხვედრაზე არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით.

„იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე. ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე. ქართველ ხალხს უთხრეს უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა. შემდეგ 1.5 წელი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ა.შ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავის დროზე მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით, „დიფ სთეითისგან“ მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც სამწუხაროა.

[საქართველოს არ მიწვევა] ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას?! ჩვენი ბრალი როგორ შეიძლება იყოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება?! ხომ ხედავთ, რომ არის ტოტალური უსამართლობა? „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები