ამირან გამყრელიძე: მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ამიტომ მთავარი მოწოდება ისევ რჩება აცრები

მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ძირითადად, ომიკრონ BA2-ის ხარჯზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია. ასევე, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რიცხვიც და რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობის შემთხვევებიც. გამყრელიძემ განმარტა, რომ გუშინ გარდაცვალების 3 შემთხვევა იყო, დღეს კი 7 დაფიქსირდა.

„მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ, ძირითადად, ომიკრონ BA2-ის ხარჯზე, მაგრამ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ მატულობს. ამიტომ, მთავარი მოწოდება კიდევ რჩება აცრები და ბუსტერი“, – განცხადა გამყრელიძემ.

248 ნახვა
desktop
mobile catfish