25-27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 25 – 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

55 ნახვა
desktop
mobile catfish