რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თურქეთში შესვლისას – რეგულაციები საქართველოს მოქალაქისთვის

საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია, თუმცა პანდემიის პერიოდში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები.დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მხარეს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც:კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი [ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე];ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი [6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ];ან თურქეთში გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი, ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი [სავალდებულოა 12 წლის ასაკიდან].საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია არ ეხება ტრანზიტულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ამასთან, მოქალაქეებისთვის გაუქმდა სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვალდებულება.სამინისტრო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში.

საქართველოში შემოსვლის პირობები საქართველოს მოქალაქისთვისრაც შეეხება საქართველოში შემოსვლას:2022 წლის 28 მარტიდან ნებისმიერი ქვეყნიდან [მათ შორის თურქეთიდან] საქართველოში PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება. 28 მარტამდე კი:ქვეყანაში შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ, თუ ის ვაქცინირებულია, საზღვარზე უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი [ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში არ გადავა].არავაქცინირებულმა საქართველოს მოქალაქემ კი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი [ამ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, გადაინაცვლებს 5-დღიან თვითიზოლაციაში, ანუ მისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის];იმ შემთხვევაში, თუ არავაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე შემოსვლისას არ აქვს PCR ტესტის პასუხი, მან უნდა გაიაროს 5-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია.

205 ნახვა
desktop
mobile catfish