თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აშშ მას უპასუხებს — ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, აღნიშნულს აშშ-ის პასუხი მოჰყვება. ეს და სხვა განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმიანა.“ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის[პუტინი] გამოიყენებს ამას[ქიმიურ იარაღს]”,  — თქვა ბაიდენმა და დაამატა:“პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე”.დღესვე ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ახალ სანქციებს უწესებს 400-ზე მეტი ფიზიკურ პირსა და ერთეულს, მათ შორის, რუსეთის დუმის 300-ზე მეტ წევრს, ოლიგარქებსა და თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებს.ნატო-ზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალიანსი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და ეს არის იმის საპირისპირო, რასაც პუტინი ელოდა.რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ის განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

106 ნახვა
desktop
mobile catfish