ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ცოტათი დაგვიანებული იყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ცოტათი დაგვიანებული იყო.

ევროპული საბჭოს წინაშე წარმოთქმულ მიმართვაში, ზელენსკიმ აღნიშნა რომ სანქციები რომ პრევენციული ყოფილიყო, არსებობდა შანსი, რომ რუსეთი ომზე არ წასულიყო.

„თქვენ დაბლოკეთ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი. მაგრამ ცოტათი დაგვიანებული იყო. სანქციები რომ დროული ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. მინიმუმ ამის შანსი არსებობდა, – განუცხადა მან საბჭოს.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ უნდა დაგვიანდეს.

“ახლა ჩვენ ვამზადებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. როგორც იქნა. გთხოვთ – არ დააგვიანოთ. გთხოვთ. რადგან ამ თვის განმავლობაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, შეგედარებინათ ეს სამყაროები და ხედავთ ყველაფერს, ვინ რისი ღირსია. ნახეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს, ამისთვის ყველაფერი გაქვს. ჩვენ გვაქვს ეს შანსი” , – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუხადა, რომ “რუსი სამხედროები ვერ ხედავენ რა არის ღირსება. მათ არ იციან რა არის სინდისი. მათ არ ესმით, რატომ ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას ასე ძალიან. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს ქვეყანა.”

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთმა უკვე გაანადგურა 230 სკოლა, 155 საბავშვო ბაღი და მოკლა 128 ბავშვი.

„მთელი ქალაქები, სოფლები. მხოლოდ ფერფლადაა ქცეული. რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტები დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახეს წარწერა „პრესა“. შეიძლება მათ არ ასწავლეს კითხვა და მხოლოდ მოკვლა ასწავლეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. ამასთან, მან მოუწოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ პოზიციასთან დაკავშირებით.

„ყოყმანობთ : დავაწესოთ სანქციები თუ არა? ყოყმანობთ, გავაგზავნო თუ არა იარაღი? და ყოყმანობთ : ვივაჭროთ რუსეთთან თუ არა? ყოყმანის დრო არ არის. უკვე გადაწყვეტილების მიღების დროა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

135 ნახვა
desktop
mobile catfish