“როგორც იყო ჩაფიქრებული პრეზიდენტის მიერ, მიზნის მიღწევამდე, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაცისთვის სპეცოპერაცია უნდა გაგრძელდეს”- მედვედევი

რუსეთი უკრაინაში ომის შეწყვეტას მიზნის მიღწევამდე არ გეგმავს. როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, ე.წ სპეცოპერაცია, როგორც რუსეთში ამ ომს უწოდებენ გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება უკრაინის “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია”.

“სპეცოპერაცია პირველ რიგში იმიტომ შედგა, რომ მიზანი, რომელიც დასახული ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, ვერ განხორციელდა დიპლომატიური გზით. ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა, როდესაც სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი ჩატარების გეგმები განისაზღვრება მთავარსარდლის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. პრეზიდენტმა თავისი შეფასება წარმოადგინა.

ოპერაცია ვითარდება გეგმის მიხედვით, ეს გეგმა მომზადებული და დამტკიცებულია მთავარსარდლის მიერ, ამიტომ ახლა დამატებით შეფასებებს მე არ გავაკეთებ. ცხადია, რომ ოპერაცია იქნება გაგრძელებული იმ მიზნების მიღწევამდე, რომელიც იქნა დასახული ქვეყნის პრეზიდენტის მიერ. ეს მიზანი შეეხება უკრაინის მომავალს, მის სტატუსს, როგორც ნეიტრალური ქვეყნისა, რომელიც არ აწარმოებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფო რომელიც არაა მილიტარიზირებული და უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ნორმალურ მეზობელს. ამიტომ მიზნის მიღწევამდე, უკრაინის დემილიტარიზაციის და დენაციფიკაცისთვის სპეცოპერაცია უნდა გაგრძელდეს, როგორც იყო ჩაფიქრებული პრეზიდენტის მიერ,”- განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

79 ნახვა
desktop
mobile catfish