ვლადიმირ ჟირინოვსკი ცოცხალია? – მისი პარტია გარდაცვალების ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს

ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების ცნობას მის პარტიაში უარყოფენ და ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ.

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გენერალურ პროკურატურას მიმართავს. როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ ისინი ამზადებენ სარჩელებს ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სენატორ ალექსანდრ პრონიუშკინს, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ მანდატის დატოვებისკენ მოუწოდა.

182 ნახვა
desktop
mobile catfish