სერგეი ლავროვი – დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა

დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიხატება კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაში.

ამასთან, როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას.

171 ნახვა
desktop
mobile catfish