ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა. უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტის დადგომისთანავე შევიდა ძალაში. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში.

ამასთან, საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცათ. იქამდე, ამ უფლებით სარგებლობდა ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, ასევე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, გაერთიანებული საემიროები, იაპონია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ბალკანეთის სახელმწიფოები (კოსოვოს გარდა) და რამდენიმე სხვა ქვეყანა.

ევროკავშირის/შენგენის რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი უვიზოდ მოგზაურობა?

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისია ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.
უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;
180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
122 ნახვა
desktop
mobile catfish