პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი ალექსანდრე დარახველიძეს - არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული - თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს ყოველთვის გახსოვდეთ!
3 წუთის წინ

ტატა ხვედელიანი ალექსანდრე დარახველიძეს - არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული - თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს ყოველთვის გახსოვდეთ!

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

მან კომიტეტზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა და გასული წელს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები შეახსენა, სადაც ხვედელიანის თქმით, „აქციის მონაწილეებზე იძალადეს“.

ხვედელიანის გამოსვლას, სხვა დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდეს.

„კომენტარის სახით ვიტყვი, რომ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩემდა სამწუხაროდ, იძალადეს ამ ადამიანებზე. 500- მდე ადამიანი არის დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება, მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურად პირბადეებისა და ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებთ ადამიანებს. ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული. ახლაც ვერ გაგვირკვევია, რით დაგვწამლეს ერთი წლის წინ“,- აღნიშნა ხვედელიანმა.

ხვედელიანის პასუხად, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ საკომიტეტო განხილვებისას დეპუტატმა გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ უნდა გამოიყენოს.

„პოლიტიკური განცხადებების დრო არის ხვალ, სამშაბათს და შეგიძლიათ განაცხადოთ რამდენიც გინდათ. პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია? ხვალ გააკეთეთ რამდენი განცხადებაც გინდათ იმდენი“, - მიმართა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ტატა ხვედელიანს.

ამასთან, ხვედელიანს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა დეპუტატმა გრეტა წიწავამაც.

„რეგლამენტი თუ არ იცით, სხვანაირად მიჰყევით [...] 150 პოლიციელზეც ისაუბრეთ, რომელიც დაზარალდა, დაშავებულები რომ არიან და მხედველობა რომ დაკარგეს“, - განაცხადა წიწავამ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები