ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს – დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ – ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ

ნატოს ქვეყნებს არ სურთ ჩვენთვის ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა, რადგან რუსეთის ეშინიათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებიდან ყველაზე მეტად უკრაინას დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრი ბორის ჯონსონი დაეხმარა.

ზელენსკიმ ასევე მანვე დადებითად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

გერმანიაზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცდილობს ბალანსი იპოვოს უკრაინასა და რუსეთს შორის.

„მათ ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან და ისინი არსებულ ვითარებას უყურებენ ეკონომიკის პრიზმიდან. მათ შეუძლიათ დახმარება, თუკი ქვეყნის შიგნით იქნება ზეწოლა და შეძლებენ გაჩერდნენ, თუკი ჩათვლიან, რომ მათ მიერ გაკეთებული უკვე საკმარისია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ისეთი ლიდერები როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონია, რატომ არ აძლევენ უკრაინას ტანკებს, ზელენსკიმ უპასუხა: „მათ რუსეთის ეშინიათ. სულ ეს არის“.

ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი საცეცხლე ძალა აქვს, ასევე უამრავი საბრძოლო მანქანები ჰყავს, რომლებიც მოდიან და მოდიან. „არის ქალაქები, სადაც იმდენი ტანკია, სატანკო საცობებია შექმნილი“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „SWIFT“-დან სრული გათიშვა და რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო არ დაწესებულა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის მუქარებზე და განაცხადა, რომ დასავლეთის გადამწყვეტია საკითხი, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ქიმიურ იარაღს.

„დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ პრევენციულად. ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკითხზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქიმიურ იარაღს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

209 ნახვა
desktop
mobile catfish