ერდოღანი: დადგა დრო, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებიდან „სოლიდურ შედეგებს“ ველოდოთ“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ახლა დროა „ველოდოთ სოლიდურ შედეგებს“ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდიდან. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, „ამ ტრაგედიის შეჩერება ორივე მხარის გადასაწყვეტია“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ იმ პერიოდში, როდესაც უნდა ველოდოთ სოლიდურ შედეგებს მოლაპარაკებებიდან. თქვენ საფუძველს უყრით მშვიდობას თქვენი ლიდერების დირექტივებით”, – თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და მშვიდობა ყველას სარგებელს მოუტანს“.

ცნობისთვის, ​უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს მითითება მისცეს, რომ მათ არაფერი დალიონ, შეჭამონ და ზედაპირებს არ შეეხონ.

118 ნახვა
desktop
mobile catfish