ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ.

საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარზან მაისურაძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) შეეცდებიან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 18:45 გაიმართება. დღესვე, 20:00 საათიდან კი კონტინენტის პირველობაზე იმ ხუთ წონაში გათამაშდება მედლები, რომლებშიც ფინალისტები გუშინ გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ) იჭიდავებს – ფინალში მისი მეტოქე სომეხი არმან ანდრეასიანი იქნება.

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ელიზბარ ოდიკაძე კი რეპეშაჟის ნახევარფინალში დაუპირისპირდება ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს და გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკის შეხვდება.

190 ნახვა
desktop
mobile catfish