პოლიტიკა

18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკავებულ ლევან მარგიანს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკავებულ ლევან მარგიანს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებული მხატვარი, ლევან მარგიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ლევან მარგიანი შსს-ს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

შსს-ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა“, რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ასევე, "დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები