ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებში მას კვლავ მორიგი ოპერაცია უტარდება.

“ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, მენჯის ძვლებზე, ახლა ბარძაყზე ოპერაცია მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უროლოგიური ოპერაციის ჩატარება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრების ყოველწუთიერი მონიტორინგი და მუდმივი დახმარება მიმდინარეობს. პაციენტი ჯერ ისევ საოპერაციო ბლოკშია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.

148 ნახვა
desktop
mobile catfish