„ფასები მართალია მომატებულია“ – ოთარ შამუგია

ფასები მართალია მომატებულია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, თუმცა ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ პროცესებიდან, რაც რეგიონში ხდება და ეს ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვერ ვიქნებით სამწუხაროდ გამონაკლისი, რადგან დიდწილად დამოკიდებული ვართ იმპორტზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მინისტრმა სოფელ ჩხორიაში დაათვალიერა ლურჯი მოცვის ბაღი და სასათბურე მეურნეობა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაშენდა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების წარმოების ზრდას:

„ამისთვის ვახორციელებთ კიდეც პროგრამებს. ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ახლახან გამოვაცხადეთ, იყო შეღავათიან აგროკრედიტზე ცვლილებები. ფერმერებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი სესხით, რათა დააფინანსონ პირველადი წარმოება”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში – დაწყებული წარმოებიდან, დასრულებული მარკეტინგით.

მან ისაუბრა ჩხორიაში ლურჯი მოცვის ბაღზეც. აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნა ფერმერმა, მიიღო რა დაახლოებით მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია. მინისტრის სიტყვებით, ეს სახელმწიფოს და ფერმერის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

87 ნახვა
desktop
mobile catfish