პოლიტიკა

ჩვენ თავიდან ვაშენებთ ამ ურთიერთობებს, აგურ-აგურ - სამწუხროდ, ეს ურთიერთობები იმდენად დანგრეული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რომ დღეს ნულიდან გვიწევს ყველაფრის აშენება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
1 წუთის წინ

მისი თქმით, ურთიერთობის მშენებლობის ნაწილში ეს არის კარგი, საინტერესო და დროული ვიზიტი, რომელიც არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება.

„ერთმანეთს, ფაქტობრივად, თავიდან ვეცნობით. სამწუხროდ, ეს ურთიერთობები იმდენად დანგრეული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, რომ დღეს ნულიდან გვიწევს ყველაფრის აშენება. ამ ვიზიტის მიზანიც სწორედ იყო ის, რომ ამერიკული მხარისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი პოზიციები, ჩვენი რეალობა, ის კონტექსტი, რაშიც საქართველო ვითარდება - გეოპოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ: რატომ იღებს იმ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს.

მეორე მხრივ, ამერიკელებისგანაც მოგვესმინა მათი პოზიციები, არა უბრალოდ იმაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ, საერთოდ რეგიონთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ ამ რეგიონის როლი ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ შესაბამის დასკვნებს აუცილებლად გამოვიტანთ, როდესაც დელეგაცია დაბრუნდება, შევაჯერებთ, გავივლით, კონსულტაციები გვექნება და გარკვეულ დასკვნებს გამოვიტანთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამ ურთიერთობის მშენებლობის ნაწილში ეს არის კარგი, საინტერესო და დროული ვიზიტი. არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება ამ მიმართულებით”, - განაცხადა მახაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, მახაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენა და გადატვირთვა არ მოხდეს.

„იმის პარალელურად, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ პარტნიორობების განვითარებას, აშენებას, გაძლიერებას, არ წყდება ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ეს პროცესი, ხელი შეუშალონ სხვადასხვა ფორმით: ინფორმაციული ტყუილების გავრცელებით, დეზინფორმაციებით და ა.შ. [ოპოზიციის] მიზანია, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა და გადატვირთვა არ მოხდეს. ამიტომ იყო, რომ ხან ჯერ იმაზე იყო იერიში, რომ სად მიდიხართ და ვის ხვდებით და ვიღაცა რუსეთუმეებს ხვდებითო, მერე - აბა ვისთან გექნებათ შეხვედრაო.

ერთი მხრივ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების გადატვირთვას სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე, მეორე მხრივ იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ არ შეწყდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც მცდელობა, რომ ეს ურთიერთობები დააზიანონ მარტივი მიზეზის გამო - თავიანთი რაღაც ნარატივი ბაბლში, რომ თითქოს იზოლაციაშია ქვეყანა მოქცეული, ეს ნარატივი არ ჩამოინგრიონ თავზე. თუმცა, მე მგონი ამ ვიზიტმაც, უკვე მერამდენედ, მაგრამ ყველაფერს გასცა საკუთარი პასუხი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები