რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: "ძირს რუსული რეჟიმი! თავისუფლება პოლიტპატიმრებს".
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.