გიორგი ვოლსკი: რასაც კრემლს ბიბილოვი სთავაზობს, რუსეთისათვის საკმაოდ საფრთხილო და დარტყმის მიმყენებელი გადაწყვეტილება იქნება

გიორგი ვოლსკის შეფასებით, რასაც კრემლს ანატოლი ბიბილოვი სთავაზობს, რუსეთისათვის საკმაოდ საფრთხილო და დარტყმის მიმყენებელი გადაწყვეტილება იქნება.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ არსებობს მძლავრი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმისათვის, რათა რუსეთმა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.

„არსებობს საერთაშორისო საკმაოდ მძლავრი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის მიუხედავად, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმისათვის, რათა რუსეთმა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის საკმაოდ საფრთხილო იქნება და ძალინ დიდი დარტყმის მიმყენებელი ისეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რასაც მას ბიბილოვი სთავაზობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

144 ნახვა
desktop
mobile catfish