ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა:

“რაც შეეხება ანტიგმირებს. ახლა არ მაქვს დრო, რომ ყველა მოღალატეს გავუმკლავდე, მაგრამ თანდათან ყველა დაისჯება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნაუმოვი ანდრეი ოლეხოვიჩი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ხერსონის ოლქში კრივორუჩკო სერხი ალექსანდროვიჩი აღარ არიან გენერლები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 48-ე მუხლის თანახმად, იმ სამხედროებს, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ სად არის მათი სამშობლო, რომლებიც არღვევენ უკრაინელი ხალხის ერთგულების სამხედრო ფიცს, ჩვენი სახელმწიფოს, მისი თავისუფლების დაცვაში, აუცილებლად ჩამოერთმევა უმაღლესი სამხედრო წოდებები. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის”, – თქვა მან.

214 ნახვა
desktop
mobile catfish