მაშველებმა მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცეცლებულ განცხადებაში.„რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი – დრონი“, – ნათქვამია განცხადებაში.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში სიახლოვეს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

80 ნახვა
desktop
mobile catfish