პოლიტიკა

ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს პოზიცია, კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები
4 წუთის წინ

ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს პოზიცია, კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები

საქართველო ევროკავშირის გზას შორდება, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული გზის მხარდამჭერია.

„ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გზავნილი გაფართოების ანგარიშში იყო საკმაოდ მკაფიო, რომ „ქართული ოცნების“ საქციელი, ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის, რის გამოც ვწუხვართ, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს ღრმა მისწრაფებაა. ეს არის მისწრაფება, რომელსაც საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც ხდება, არჩევნებიდან დაწყებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლიბერალური უკუსვლით დამთავრებული, ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს“, – განაცხადა ბენჟამინ ჰადადმა.

ამასთან, ბენჟამინ ჰადადმა მმართველ პარტიას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მთლიანად შეცვალოს საკუთარი პოზიცია, ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს და დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის ერთადერთი გზა, ქვეყანა ევროპულ მისწრაფებას დაუბრუნდეს. სხვა შემთხვევაში, ეს პროცესი გაიყინება“,  – აღნიშნა ბენჟამინ ჰადადმა.

წყარო: 1tv.ge

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები