ვლადიმერ პუტინი – გლობალურ ბაზარზე სურსათის დეფიციტი გარდაუვალია – ყურადღებით დავაკვირდეთ ექსპორტს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა თვალი უნდა ადევნოს მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტს, რადგან დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკის სფეროში ფასების სპირალური ზრდა.Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა რუსეთი 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ „სანქციების გლობალური გავლენა შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს“.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მაღალი ფასები სურსათის ნაკლებობასთან ერთად აიძულებს დასავლეთს, რომ დამატებითი მარაგის შესაძენად ფული დაბეჭდოს, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.„ისინი აუცილებლად გაამწვავებენ სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, რაც წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო დიდ მატებას“, – განაცხადა პუტინმა საკვების წარმოებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.მისი თქმით, “ამჟამინდელ პირობებში, გლობალურ ბაზარზე სურსათის დეფიციტი გარდაუვალია”.”ჩვენ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდეთ ექსპორტს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში“, – დასძინა პუტინმა.

83 ნახვა
desktop
mobile catfish