თბილისის მერია მზადაა, ერთ-ერთ მოედანს „უკრაინელი გმირების“ სახელი მიენიჭოს

თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს მუშაობა დედაქალაქის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინელი გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„7 აპრილს გაიმართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოს სკოლამდელი განათლების დასეწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნის, ასევე უკრაინის საქალაქო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარების საკითხები.

კალაძემ დაადასტურა თბილისის მერიის მზადყოფნა, თბილისის საკრებულოსთან ერთად იმუშაოს დედაქალაქის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინელი გმირების“ სახელწოდების მინიჭების საკითხზე.

უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას უკრაინისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც 50 ტონას შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

199 ნახვა
desktop
mobile catfish