უკრაინის რადას თავმჯდომარე ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილს მოწვევას უგზავნის

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო თანამეგობრობა დგას არჩევანის წინაშე – მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს.

„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა”, – აღნიშნა კასიანოვმა.

702 ნახვა
desktop
mobile catfish