სიახლე, რომელიც 11 აპრილიდან ამოქმედდება 

11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს, ფარმაცევტი კი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს.ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „პოზიტიურ სიაში” შედის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში და საქართველოში წარმოებული მედიკამენტები.

498 ნახვა
desktop
mobile catfish