საქართველოში ისევ თოვლს ელოდებიან – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი,ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

446 ნახვა
desktop
mobile catfish