აღდგომას ოკუპირებულ რეგიონში საფლავებზე გასვლის საკითხზე ერგნეთში იმსჯელეს

შეძლებენ თუ არა აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ რეგიონში ახლობლების საფლავებზე გასვლას მოქალაქეები? საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის თქმით, დასახელებული იყო კონკრეტული ლოკაციებიც, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანების დაშვება, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

67 ნახვა
desktop
mobile catfish