შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 434 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან 8 მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 426 კი – პირადი მიმართვის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ, ვისაც პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევა სურს, შეუძლიათ მიმართონ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლონ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით, რომლის გადაადგილების განრიგი განთავსებულია ბმულზე .
აკრძალულ სიაში ადამიანების აღრიცხვას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 1 მარტიდან ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი: https://eservices.rs.ge/ClientApp/dist/Gambling