პოლიტიკა

გია ვოლსკი - მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და პრინციპებს - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე, ეს იყო ჩვენი პრინციპი, არავითარი დანდობა!
2 წუთის წინ

გია ვოლსკი - მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და პრინციპებს - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე, ეს იყო ჩვენი პრინციპი, არავითარი დანდობა!

ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უგანეს საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები - არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე , ეს იყო ჩვენი პრინციპი - არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს და ეროვნული უსაფრთხოების თემას,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები განხორციელებას.

ვოლსკის თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა როგორც გუნდისთვის, ისევე მისი ლიდერისთვის, თუმცა გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად.

„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია. პიროვნული ურთიერთობები, რა საკვირველია, საქართველოში არის ყოველთვის დაფასებული და სერიოზულ კვალს ტოვებს ადამიანების ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში რასაც თვალყურს ვადევნებთ, მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა უგანეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც მყარად ვიყავით შეთანხმებულები- არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება და მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე. ეს იყო ჩვენი პრინციპი და ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაც არის და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს. არავითარი დანდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რეალურად ეხება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახებს, ეროვნული უსაფრთხოების თემას. მე პირადადაც არაერთხელ მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა გააჩნია იმისთვის, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს, ერთი მხრივ, არის გამოვლინება იმ პრინციპის და პოლიტიკისა, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და დღესაც მყარად იცავს და მომავალშიც მყარად დაიცავს, მაგრამ, მეორე მხრივ, არის ძალიან მძიმე განცდა, პიროვნული, ემოციური, ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის ლიდერისთვის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები