შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ლაშა ბექაურმა (90 კგ.) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ მოიპოვა