ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ითანამშრომლებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას.

ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“ რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.

საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკის ექიმები:
1. ანგიოლოგი იოსებ ნანობაშვილი (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია)
2. ნევროლოგი მაია პატარაია (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია)
3. რადიოლოგი დიმიტრი ტვილდიანი (დიაგნოსტიკის ცენტრი, ნიუ-იორკი, ა.შ.შ.)
4. ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა (შინაგანი მედიცინის რეზიდენტურა, „ფლაშინგ ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრი“, ნიუ-იორკი, ა.შ.შ.)
5. ქირურგი-ტრავმატოლოგი, თერაპევტი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი ირაკლი შოშიაშვილი (ინგოლშდადტის სამედიცინო კლინიკა II, ინგოლშდადტი, გერმანია)
6. ქვედა კიდურების ვენების დაავადებების და მუცლის ღრუს ქირურგი ივანე ჩაჩხიანი (ჯგუფ „ვა მედ-მედიტერას“ რეგიონული საავადმყოფოს ქირურგიულ ტრავმატოლოგიური კლინიკა, პრაღა, ჩეხეთი)
7. ქირურგი, ვისცერული ქირურგიის სპეციალისტი გიორგი ნადირაძე (ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციის ქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკა, ტუბინგენი, გერმანია)
8. პათოლოგ-ანატომი ალექსი ბაიდოშვილი (ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია. ჰოლანდია)
9. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გივი მაღრაძე (ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, ფრაიბურგი, გერმანია)
10. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ნევროლოგი სოფია ქუნ.ნატრიაშვილი (ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვენა, ავსტრია)

147 ნახვა
desktop
mobile catfish