გურიაში „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გურიაში, ადგილობრივები „ალტ-ინფოს“ მიერ დაარსებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და ოფისის დახურვას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, არ დაუშვებენ რუსული ინტერესების გამავრცელებელმა, ანტისახელწიფოებრივმა და საფრთხის შემცველმა პარტიამ გურიაში იმუშაოს.

მხარეებს შორის პოლიციის კორდონი დგას. აქციის მონაწილეები და კონსერვატიული მოძრაობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მოძრაობის წევრები რუსეთსა და პუტინის პოლიტიკას მხარს ღიად უჭერენ.

აქციის მონაწილების თქმით, აქცია ყოველდღე გაგრძელდება.

163 ნახვა
desktop
mobile catfish