ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც 13 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მომდევნო 3-4 წელიწადში გადაეცემა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მათგან ნაწილს საცხოვრებელი “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში გადაეცემა, ნაწილი დევნილი მოსახლეობისთვის კი ახალი სტანდარტების კორპუსები აშენდება.

„იმის მიუხედავად, რომ ათასობით დევნილს დავუკანონეთ და გადავეცით სახლები, გამოწვევა დიდია. ათასობით დევნილს ბინა ჯერ კიდევ არ აქვს, ამიტომ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ – 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წელიწადში მიიღებს ბინას – ნაწილს დაუკანონდება, ხოლო დაახლოებით 6 ათას ოჯახს გადაეცემა “სოფლად სახლის” ფარგლებში სახლები. 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის ახალი სტანდარტების კორპუსები აშენდება და მაგ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით. ქუთაისში სრულდება წელს 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ. გაზაფხულზე კი ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 3-4 წელიწადში დასრულდეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

266 ნახვა
desktop
mobile catfish