2022 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის შემოსავლების სტატისტიკად ავრცელებს.

2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით.

იანვარ-მარტში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით.

82 ნახვა
desktop
mobile catfish