პოლიტიკა

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი დისტანციას იკავებენ
43 წამის წინ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი დისტანციას იკავებენ

ვამბობდი, რომ საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან, ახლა კი ვამბობ, რომ ისინი დისტანციას იკავებენ და ეს სამწუხაროა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა თუ არჩევნები სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა სცენ, თუ არასწორად ჩატარდა - უნდა განიხილონ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

„გავიგე, რომ ხალხი უკმაყოფილოა არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ ვარ რაიმე საბჭოს, ან ორგანოს წევრი, რომელიც არჩევნებს აკონტროლებს და რთულია, ვისაუბრო, მაგრამ თუკი არჩევნები სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ, თუ არასწორად ჩატარდა, უნდა განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ ამ მომენტისთვის რისი თქმაც შესაძლებელია, არის ის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი აირჩია, მაგრამ ამ დროისთვის, არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, თუმცა თუ ასე იყო, უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. სამწუხარო იქნება, თუ ისინი ევროპას დაშორდებიან. ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები