რუსეთიდან ფქვილის იმპორტი წლიურად 11-ჯერ გაიზარდა, ხორბლის კი შემცირდა

2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მხოლოდ მარტს, გასულ თვეში რუსეთიდან იმპორტმა საქართველოში 91 580 350 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 89 306 550 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 95 923 710 აშშ დოლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ხორბალი და მესლინი და ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.

აღსანიშნავია, რომ ფქვილის იმპორტი რუსეთიდან მარტში წლიურად, 11-ჯერ, ანუ 1 037%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურ ჭრილში 46,5%-ით არის შემცირებული. კერძოდ, ფქვილის იმპორტმა მარტში – 2 507 230 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 220.53 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 4 682 010 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება ხორბალს და მესლინს, წლიურად იმპორტი – 36,9%-ით, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 15,6%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში რუსეთიდან 2 446 670 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, თებერვალში იმპორტმა – 2 898 560 აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის მარტში – 3 874 840 აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: bpn.ge

416 ნახვა
desktop
mobile catfish