მსოფლიო ბანკი: სურსათზე ფასების ზრდის გამო მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

„ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება – მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სურსათზე ფასები, შეიძლება, 37%-ით გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება ღარიბი მოსახლეობისთვის. დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ მსოფლიოში სასუქებისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც მიზნობრივ დახმარებაზე უკიდურესად ღარიბები მოსახლეობისთვის.

343 ნახვა
desktop
mobile catfish