დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

198 ნახვა
desktop
mobile catfish