ზელენსკი: რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო – ეს კარგად ცხადყოფს, როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას

სამწუხაროდ, რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„სამწუხაროდ, რუსეთმა უარყო წინადადება სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს კარგად ცხადყოფს, როგორ ეპყრობიან რუსეთის ლიდერები ქრისტიანულ რწმენას. თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ – მშვიდობის იმედს, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

274 ნახვა
desktop
mobile catfish