მარტვილში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს

მარტვილში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი უვნებელია.

არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებული გოგო ახლობლებთან იმყოფებოდა.

მარტვილში 20 აპრილს გოგო სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

გოგონა ბოლოს მასწავლებელმა ნახა. 13 წლის მოზარდი სოფელ ქვაითის მკვიდრია. პოლიციასთან ერთად, არასრულწლოვანის საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვენენ მაშველები.

338 ნახვა
desktop
mobile catfish