ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციულ წესს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

გარდამოხსნის ტრადიციული წესის აღსრულებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრება.

გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე – „საფლავზე“ დაასვენებენ. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

302 ნახვა
desktop
mobile catfish