ექიმების განცხადებით, ბავშვებში სეზონური ვირუსი გააქტიურდა

ბავშვებში სეზონური ვირუსი გააქტიურდა. ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. ხველა და სუნთქვის უკმარისობა – ეს ძირითადი სიმპტომებია, თუმცა ამასთანავე დამახასიათებელია ბრონქების ანთება.

სეზონური ვირუსის დიაგნოზით ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ დროისთვის 11 მოზარდი მკურნალობს.

სპეციალისტები ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მშობლებს ბავშვის ჰოსპიტალიზაციისკენ მოუწოდებენ.

403 ნახვა
desktop
mobile catfish