“გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს” – პუტინი მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებას კრემლი აქვეყნებს.

“ვულოცავ ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში. ასევე, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მაკრონმა ხმების 58,2%, ხოლო მისმა მოწინააღმდეგენ, მარინ ლე პენმა 41,8% მიიღო. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი მეორედ, კვლავ 5 წლის ვადით გახდება.

535 ნახვა
desktop
mobile catfish