პოლიტიკა

რომან გოცირიძე - რას ნიშნავს „იმედის“ დასანქცირება: ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი, ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ფულს, მათ შორის სატელიტის მომსახურებისათვის - ლარში მომსახურებასაც ვერ გაბედავს ვერც ერთი სერიოზული ბანკი.   როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს.
24 წუთის წინ

რომან გოცირიძე - რას ნიშნავს „იმედის“ დასანქცირება: ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი, ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ფულს, მათ შორის სატელიტის მომსახურებისათვის - ლარში მომსახურებასაც ვერ გაბედავს ვერც ერთი სერიოზული ბანკი.   როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს.

„სამართალი ურმით დადის“ და ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე, - ასე აფასებს ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირებას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს.

„500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე “იმედს” რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო. სად წაიღებს რეკლამას „ოცნების“ მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, “რუსთავზე”? შემდეგი რომ “რუსთავი 2-ია”, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისთვის მოპარული. „სამართალი ურმით დადის“ და ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზეო“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

პოლიტიკოსი განმარტავს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას.

„რას ნიშნავს „იმედის“ დასანქცირება:

ვერ მოიზიდავენ რეკლამას;

ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი (მანამდე რუხაძეც), რადგან ხარჯების უდიდეს ნაწილს ისინი ფარავდნენ. რეკლამა ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა;

ვერ გასცემენ ხელფასებს;

ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ვერსად ფულს, მათ შორის, სატელიტის მომსახურებისათვის;

ლარში მომსახურებასაც კი ვერ გაბედავს ვერცერთი სერიოზული ბანკი, რადგან ბარათები ვიზაზე და მასტერქარდზეა მიბმული.

დროებითი გამოსავალი? ჩინური არხების ამოქმედება, რაც ეროვნულმა ბანკმა ახლახან გვამცნო, მაგრამ ეს მექანიზმი ჯერ არაა გამართული და არცერთი სერიოზული ჩინური (არაბული) ბანკი ამ რისკზე არ წავა. დარჩა რუსული და ირანული ბანკები. იქ რომ ფული დაიდოს, ტომრებით უნდა ზიდონ აქედან.

მოკლედ, შავ დღეში არიან. წილი ვინც იჩუქა, მისი ბიზნესიც „იმედს“ ჩაჰყვა სამარეში. ჯერ სადაა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა უკვე სხვების რიგია“,- აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები