გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მოსკოვში ის თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.
გუტერეშს სამუშაო შეხვედრა და ლანჩი ექნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც. მოსკოვის შემდეგ კი ის უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის შეხვდება.
3 დღის წინ, ზელენსკიმ გუტერეში კიევში ვიზიტამდე მოსკოვში გამგზავრების გამო გააკრიტიკა. ზელენსკიმ თქვა, რომ „ამ თანმიმდევრობაში არ არის სამართალი და არ არის ლოგიკა“.
219 ნახვა