თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც ომები გამოვიარეთ. მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი – ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

782 ნახვა
desktop
mobile catfish