პოლიტიკა

„გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები“ - ამ მოთხოვნით ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ საპროტესტო აქციას მართავენ.  მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ნანა სანდერის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“, „ანასტასია ზინოვკინას სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“ და სხვა.
1 წუთის წინ

„გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები“ - ამ მოთხოვნით ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ნანა სანდერის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“, „ანასტასია ზინოვკინას სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“ და სხვა.

აქციის ორგანიზატორებმა განცხადებით მიმართეს #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნეტან ვერულაშვილს და აღნიშნეს, რომ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა და ამაზე პასუხისმგებლობა ნესტან ვერულაშვილს ეკისრება.

„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის. კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი სატელეფონო და წერილობითი საუბრებით ჩვენ ვისმენთ და ვიგებთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა. ქალბატონო ნესტან, მოგმართავთ როგორც ქალს და როგორც #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, გახსენებთ თქვენს სიტყვებს და ვალდებულებებს. პირველ რიგში, თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმოქმედეთ!“, - მიმართა თეონა ჭალიძემ ნესტან ვერულაშვილს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები